თბილისის მერია - დეზინფორმაციაა, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი, მეტროსადგური შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს
თბილისის მერია - დეზინფორმაციაა, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი, მეტროსადგური შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს

მეტროსადგური „თავისუფლება“ შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.