თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის
თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ოთხი ტიპის სკამებს შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1.88 მილიონი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციაში ურბანული მოხმარების სკამების ესკიზები და ტექნიკური პარამეტრებია მოყვანილი. იგეგმება 155 ერთეულის შესყიდვა, მათგან რვა ოთხკუთხედი უნდა იყოს, 11 – მრგვალი, 66 – თეთრი და 60 – ხის სკამი.
ჭავჭავაძის გამზირზე უახლოეს პერიოდში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს. მანამდე კი, გამზირზე დროებით ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა.