თბილისის მერია - ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმოფხვრილია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მუშაობა დაასრულა
ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმოფხვრილია, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მოძრაობდა. ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან შეუფერხებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.