თბილისის მერია - აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საელჩოს თხოვნით, თბილისის ანძა ქვეყნის დროშის ფერებში განათდება
თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ანძის განათების თხოვნით დედაქალაქის მერიას აზერბაიჯანის საელჩომ მიმართა.
„ქვეყანა 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს. წელსაც ანძა განათდა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში“,- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.