თბილისის მერია ახალ პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ იწყებს.
ღონისძიებაზე თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების პრეზენტაცია წარადგინა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალი პლატფორმა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელოს.
ახალი პლატფორმის ფარგლებში, ქალაქში იგეგმება კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების მოწყობა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირისთვის იქნება შესაძლებელი.
ამასთან, ახალი პლატფორმის მიზანია დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ამასთნ, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.