თბილისის მერია 30 ჰიბრიდულ ავტომობილს შეიძენს. ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების მიღება 2 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,744 მილიონი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი 2018 წლის გამოშვების და თეთრი ფერის უნდა იყოს.
მერიის ინფორმაციით, ავტომობილები ზედამხედველობის სამსახურისთვის არის განკუთვნილი.