თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მოქალაქეებს სთხოვა, იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ქალაქის დასუფთავებასა და განათებაზე ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ, პატივი სცენ.

„დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიული დღეა. მინდა, მივულოცო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიურ, 24-საათიან შრომაზე დგას თბილისი. სწორედ მათი პროფესიონალიზმია ჩვენი ქალაქის სისუფთავის, სინათლისა და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის საწინდარი. თბილისელებს კი ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პატივი ვცეთ იმ ადამიანთა შრომას, ვინც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მადლობას ვუხდი იმ შრომისთვის, საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის გულწრფელად აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.