სპაერის სტადიონზე თბილისის მერანმა ცხინვალს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0. თბილისელებმა გიორგი დათუნაიშვილის (29), რევაზ გეწაძის (60), გიორგი ნიქაბაძის (69) და გიორგი კახელიშვილის (82. პენალტი) გოლებით მოიგეს.
კარგი სტარტის შემდეგ, ჩავარდნა დაეწყო სამტრედიას, რომელმაც ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის გურია მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. ანგარიში სტუმრებმა მე-5 წუთზე ვანო წილოსანის გოლით გახსნეს, წონასწორობა კი გურამ სამუშიამ (37) აღადგინა.
11 ტურის შემდეგ მერანი 26 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს, თელავი (22) მეორეზეა, შევარდენი 1906 (20) – მესამეზე.
ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ, პარასკევს, 17 მაისს გაიმართება:
კოლხეთი 1913 – ზუგდიდი
17:00. პარკი არენა – ფოთი
გაგრა – შუქურა
17:00. სპაერის სტადიონი – თბილისი