„შევარდენი 1906“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა
„შევარდენი 1906“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის „შევარდენი 1906“-დან ორი ფეხბურთელი წავიდა. საქართველოს პირველი არხის ცნობით, „იუნკრებს“ გიორგი ჩოჩიშვილი და ბექა ვარშანიძე აღარ დაეხმარებიან.

ბექა ვარშანიძე ბათუმის „დინამოს“ გაზრდილია. 25 წლის ნახევარმცველი „შევარდენი 1906“-ში 2019 წელს გადავიდა და მისი ფორმით 17 მატჩი ჩაატარა.

21 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი „საბურთალოს“ გაზრდილია, საიდანაც ჯერ „შევარდენი 1906“-ში წავიდა, შემდეგ კი ჩეხეთსა და სლოვაკეთში ითამაშა, „იუნკრებს“ კი მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ჩოჩიშვილი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს, ხოლო ვარშანიძე – კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ თბილისის „მერანში“.