ლიგა 2-ში ლიდერების შეხვედრა „სამტრედიამ“ მოიგო
ლიგა 2-ში ლიდერების შეხვედრა „სამტრედიამ“ მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 35-ე ტური დაიწყო. პირველი შეხვედრა თბილისში, „სპაერის“ სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდნენ – პირველადგილოსანმა „მერანმა“ მეორე ადგილზე მყოფი „სამტრედია“ მიიღო და დამარცხდა.

ერთად-ერთი გოლი მე-16 წუთზე „სამტრედიას“ ნახევარმცველ ზურაბ ღირდალაძის გადაცემით ახალწვეულმა გურამ ლუკავამ გაიტანა, გუნდს 3 ქულა მოუტანა და ლიდერთან სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა.

თუმცა, ამ მატჩის შედეგი უკვე არაფერს წყვეტდა. „მერანი“ პირველ ადგილზეა (81 ქულა) და ეროვნულ ლიგაში გადავიდა, ხოლო „სამტრედია“ (74 ქულა) მეორე ადგილზეა და პლეი ოფში ითამაშებს.

35-ე ტურის დანარჩენი 4 შეხვედრა შაბათს, 23 ნოემბერს გაიმართება.

შუქურა – თელავი
14:00. ფაზისი – ფოთი

გურია – ცხინვალი
14:00. ევგრაფი შევარდნაძე – ლანჩხუთი

გაგრა – კოლხეთი 1913
14:00. მუხიანის სპორტული კომპლექსი – თბილისი

ზუგდიდი – შევარდენი 1906
14:00. ცენტრალური – განმუხური

დატოვე კომენტარი