გიორგი ივანიაძე - ლიგა 2-ის ტალანტი
გიორგი ივანიაძე - ლიგა 2-ის ტალანტი

გიორგი ივანიაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონი „შევარდენის“ რიგებში დაიწყო, ახლა უკვე „სამტრედიას“ მაისურით ასპარეზობს. თბილისურ კლუბში ყოფნისას, 2000 წელს დაბადებულმა ფორვარდმა, ლიგა 2-ის საწყის ორ წრეში ექვსი გოლის გატანა მოახერხა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალგაზრდა შემტევი იმერულ კლუბში გადავიდა და თავის გამოჩენა სადებიუტო მატჩში „ზუგდიდის“ წინააღმდეგ 94-ე წუთზე შეძლო. მისი გოლი კახა კაჭარავას გუნდისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, ივანიაძის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატში წელს შვიდი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა.

მან ასევე ერთი გოლის გატანა საქართველოს თასზე „შევარდენის“ მაისურით სიონის წინააღმდეგაც მოახერხა. გიორგი ივანიაძე „საბურთალოს“ აღზრდილია. მას ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა „გაგრა“, „შუქურა“, „საბურთალო“ და „შევარდენი“.

ფოტო – „შევარდენის“ პრესსამსახური