უკრაინელებით უკრაინელთა წინააღმდეგ - „შევარდენი“  შეკრებას აგრძელებს
უკრაინელებით უკრაინელთა წინააღმდეგ - „შევარდენი“  შეკრებას აგრძელებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი „შევარდენი 1906“ უკრაინაშია და სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის ემზადება.

იუნკრები შეკრებაზე გამართულ მესამე მატჩში დონეცკის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდნენ – უკრაინის პრემიერლიგის ბინადარს, რომელიც ახალ სეზონს დიდი ამბიციებით ხვდება. შეხვედრა უკრაინელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს. ეს იუნკერების მესამე ამხანაგურ მატჩი გახლდათ. მანამდე თბილისური გუნდი კიევის „არსენალს“ და ლვოვის „კარპატის“ ეთამაშა და ორივეჯერ დამარცხდა – კიეველებთან 2:3, ხოლო ლვოველებთან 1:2.

გუნდში რამდენიმე ახალწვეულმაც ითამაშა. ერთი მათგანი რუდოლფ სუხომლინოვია – კიევის „დინამოს“ ყოფილი მცველი, რომელსაც უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო 2016-2017 წლებში ქართულ გუნდებში, „ზუგდიდსა“ და „სამტრედიაში“ გამოდიოდა.

„შევარდენი 1906“ უკრაინაში ვარჯიშებს განაგრძობს და საკონტროლო მატჩებს კიდევ ჩაატარებს.