თბილისის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლებიდან უფასო საკვების გაცემა მიმდინარეობს
თბილისის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლებიდან უფასო საკვების გაცემა მიმდინარეობს

თბილისის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლებიდან უფასო საკვების გაცემა მიმდინარეობს. ბენეფიციართა ნაწილი საკვების წასაღებად სასადილოში თავად მიდის, ისინი კი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ, ცხელ ხაზზე შეტყობინებას ტოვებენ, რის შემდეგაც მათთვის სადილი ბინაზე მოხალისეებს მიაქვთ.

თბილისის ყველა რაიონს საკუთარი მოხალისეები ჰყავს, რომლებიც გასულ დღეებში მერიის მიერ გადამზადდნენ. მოხალისეები მონაწილეობენ ასევე ხანდაზმულთა სახლში მისული ბენეფიციართა ნაკადის რეგულირებაში, რათა საკვების გატანისას დაცული იყოს დისტანცია ადამიანებს შორის.

უფასო საკვების მიღებას ხანდაზმულები ყოველდღე შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ხანდაზმულთა სახლები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით დროებით დაიხურა.