თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (taf) 17-19 მაისს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე სივრცე, სადაც დამოუკიდებელი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.
„ექსპო ჯორჯიას პავილიონები კიდევ ერთხელ მოუყრის თავს გალერეებს, არტისტებს, კურატორებსა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენები, პერფორმანსები, ვორქშოპი, საუბრები და სხვა ტიპის აქტივობები.
გამოფენა აღმოსავლეთი ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის სახელოვნებო სცენებს შორის თანამშრომლობას წახალისებას ემსახურება.