თბილისის იპოდრომზე, სამი დღის მანძილზე, ცხენოსნობაში 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართება. ტურნირი კავკასიისა და კასპიის აუზის ქვეყნებისთვის ტარდება და მასში მონაწილეობას 15 მხედარი იღებს.
შესარჩევი ეტაპის პირველ საშეჯიბრო დღეს დაბრკოლებათა გადალახვაში პირველი ადგილი აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა, ფეიდ მუსაევმა (კონკორდი) დაიკავა, მეორე პოზიციაზე ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე (ლეგო) გავიდა, მესამე ადგილი კი ასევე აზერბაიჯანელ ცხენოსანს, რაჰიბ ისმაილოვს (კორტანიო) ერგო.
შეჯიბრის განრიგი
1 სექტემბერი -16:00
2 სექტემბერი -15:00
ტურნირის დაწყებამდე თბილისის მერიამ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაცია დაასაჩუქრა. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილიამ ქართველ მხედრებს ახალი ამუნიცია და ინვენტარი გადასცა.