თბილისის ინკლუზიური საცეკვაო დასი 14 აპრილს ინკლუზიური ცეკვის პირველ სპექტაკლს გამართავს
თბილისის ინკლუზიური საცეკვაო დასი 14 აპრილს, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, ინკლუზიური ცეკვის პირველ სპექტაკლს „სხვა გზა” გამართავს.
დასი შედგება როგორც შეზღუდული შესაძლებლობების, ასევე ტიპიური განვითარების მქონე მოცეკვავეებისგან.
შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, სპექტაკლის მთავარი იდეაა, ტრავმის შედეგად მიღებული გამოცდილებისა და შინაგანი გარდაქმნის ეტაპების გამოხატვა ცეკვისა და მოძრაობის ენით, დეპრესიიდან, შინაგანი ბრძოლის გავლით, საკუთარი თავის მიღებამდე.
დადგმაში გამოყენებულია იმპროვიზაციის, ცეკვისა და ცოცხალი მუსიკის სინთეზი.
სპექტაკლის შექმნის იდეა და ქორეოგრაფია ქეთევან ზაზანაშვილს ეკუთვნის, მუსიკალური გაფორმება კი ჯგუფს „ასეა სულ”.
წარმოდგენაში მონაწილეობენ დასის წევრები: სალომე გოგეშვილი, იაკობ გოგოტიშვილი, სალომე გულიაშვილი, ირმა ზვერიაშვილი, ანასტასია მნაცაკანოვა და ქეთი ჯიოევი.
სპექტაკლი გაიმართება 14 აპრილს, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე იქნება ნაჩენები.