თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 19 პაციენტია მოთავსებული
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 19 პაციენტია მოთავსებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 19 პაციენტია მოთავსებული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში 30 პაციენტი იყო, თუმცა 14 პაციენტს უკვე ჩაუტარდა კვლევა და მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

„ამჟამად არის 19 პაციენტი. შემოვიდა კიდევ დამატებით, ისევ ველოდებით რვა პაციენტის პასუხს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილები ჯერჯერობით გვაქვს და გელოდებით, მობრძანდით, თუ არის ვინმე შესაძლო შემთხვევა“, – აღნიშნა ექიმმა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე 19 პაციენტი გახლავთ ბოქსირებულ განყოფილებაში. არის შემოდინება. ყველა პაციენტი საქართველოს მოქალაქეა. ძირითადი შემთხვევები იტალია და ირანი, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მოგზაურობდნენ იტალიაში და ექვემდებარებიან შესაძლო შემთხვევის განმარტებას, ანუ ორი კვირა არ გასულა და მას შემდეგ რაღაც გამოჩნდა, მსუბუქი სიმპტომატიკა“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ენდელაძემ.