თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ექვს პაციენტს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 21 პაციენტიდან ექვსს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტებს არ დაუდასტურდათ კორონავირუსი, თუმცა კლინიკაში ამ დრომდე გრიპის სიმპტომების არსებობის გამო დატოვეს.
„გუშინ ისინი დარჩნენ კლინიკაში, რადგან ჰქონდათ გრიპით ინფიცირება, გარკვეულწილად გამოვლენილი ჰქონდათ ცხელებისა და სხვა რესპირაციული ნიშნების სახით. ეს პაციენტები უკვე ფასდებიან კლინიკურად გამოჯანმრთელებულებად და საკარანტინო სივრცეში გადავლენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.