თბილისის ინფექციური საავადმყოფო - თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია
თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია. ისევე როგორც გუშინ საღამოს, ამ საღამოსაც თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
როგორც კლინიკის განცხადებაშია ნათქვამი, იგივე მდგომარეობაა თენგიზ ცერცვაძის მეუღლის შემთხვევაშიც.
„სხეულის ტემპერატურა 37,7 გრადუსი (დილაობით შედარებით დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება). ყელის და თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ხშირი ხველა. ამ დროისთვის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი მკურნალობას სახლში განაგრძობს და ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდება. იგივე მდგომარეობაა თენგიზ ცერცვაძის მეუღლის შემთხვევაშიც. ანა თოფურიას სიმპტომები ყელის ტკივილით და 37,0 გრადუსი ტემპერატურით შემოიფარგლება. ბატონი თენგიზი ყველა იმ პირს მადლობას უხდის, ვინც დაინტერესებულია მისი გამოჯანმრთელებით და ყურადრებით ეკიდება არსებულ ვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.