თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„ამჟამად შიდსის პათოლოგიის ცენტრში გახლავთ 24 პაციენტი. დღეს გაეწერა ორი გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტი არ გვყავს. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარე საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. ერთი პაციენტი მძიმეა, თუმცა ამჟამად მცირე გაუმჯობესება გვაქვს“,- განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 917 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 776 პაციენტი.