თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, კლინიკაში დღეს დილით 39 პაციენტი იყო, სამმა პაციენტმა კი კლინიკა დატოვა.

„ამ ეტაპზე, დადასტურებული 36 შემთხვევა გვაქვს. ორი დღეა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ბოლო ხანებში დადასტურებული მხოლოდ ორი პაციენტი გვყავს. ჩვენ ძალიან მძიმე ხუთი პაციენტი გვყავდა. მძიმე პნევმონიით დაახლოებით სამი-ოთხი პაციენტია. ერთ პაციენტთან ცოტა პროგრესირება წავიდა, მაგრამ ეს პროგრესირება არ არის მძიმედ მიმდინარე და მართვადი სიტუაციაა. დანარჩენ შემთხვევაში, იცით, რომ საშუალო და მსუბუქი პნევმონია თითქმის ყველა პაციენტთან ვლინდება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, როგორია 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა, ეზუგბაია ამბობს, რომ დილიდან მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.

„სიტუაცია სტაბილურია, რაც მგონია, სამომავლოდ სასიკეთო უნდა იყოს. სტაბილიზაციისკენ მივდივართ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.