თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი ორი ახალი, კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი ორი ახალი, კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კლინიკაში დღეს შეყვანილი ორი ახალი, კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ორი ახალი შემთხვევაა ჩვენს კლინიკაში. ერთი არის მარნეულიდან, ხოლო მეორე პაციენტი არის საკარანტინო ზონიდან. პაციენტებს უტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები. კლინიკურად მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის, თუმცა დინამიკაში ხვალ გვეცოდინება სრულფასოვნად მათი მდგომარეობა.

სულ 42 პაციენტი გვყავს. გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. მათთან ტარდება შესაბამისი მკურნალობა, გვყავს პაციენტები, რომლებთანაც უახლოეს 48 საათში ველოდებით და ისინი შესაბამისად დატოვებენ კლინიკას. დაახლოებით ხუთ პაციენტთან ველოდებით უარყოფით პასუხებს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.