თბილისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც მძიმე პნევმონია ჰქონდათ, გაუმჯობესდა
თბილისის ინფექციურ კლინიკას დღეს „კოვიდ-19-“ით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ ჰყავს.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კლინიკაში 54 კოვიდინფიცრებული მკურნალობს.
მისი თქმით, შვიდი პაციენტი იყო საყურადღებო მძიმე პნევმონიით, თუმცა მათთან დაავადების პროგრესირება არ მომხდარა.
„დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ პირებთან დაავადების პროგრესირება არ მოხდა. სტაბილური იყო და პირიქით, გაუმჯობესება დაგვეწყო. ამ ეტაპზე, გვრჩება მხოლოდ ორი მძიმე პნევმონია, ხუთი თავისი ზოგადი კლინიკური მდგომარეობით და გამოკვლევების შედეგებით უკვე შეგვიძლია, ჩავთვალოთ საშუალო სიმძიმის პაციენტებად. ჩვენთან ახალი პაციენტი არ შემოსულა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.