თბილისის ინფექციურ კლინიკას 33 ბოქსირებულ პალატაში 72 პაციენტის მიღება შეუძლია
თბილისის ინფექციურ კლინიკას 33 ბოქსირებულ პალატაში 72 პაციენტის მიღება შეუძლია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 33 ბოქსირებული პალატაა, რომლებშიც სულ მცირე, 66, ხოლო მაქსიმუმ 72 პაციენტის განთავსება არის შესაძლებელი, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ინფექციურს 45 პაციენტი ჰყავს.

„ჩვენთან 33 ბოქსირებული პალატა გვაქვს, ანუ ოთახი გვაქვს 33, მაგრამ ამ 33 პალატაში შეგვიძლია, განვათავსოთ მინიმუმ 66 და მაქსიმუმ 72 პაციენტი. ასე რომ, 72 პაციენტის მიღების საშუალება გვაქვს. ამ ეტაპზე, გვიწევს 45. თითოეულ ოთახში არის რამდენიმე საწოლი და როცა კლასტერებად არის პაციენტების ინფიცირება, მათი განთავსება ერთად შესაძლებელია“, – განმარტა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, დამოუკიდებელი წყაროების შემთხვევაში, პაციენტები ცალ-ცალკე თავსდებიან.

„თუ ერთი წყაროა, ამ შემთხვევაში პაციენტები ერთ ოთახში არიან და იმიტომაც, 33 ოთახზე უკვე 45 პაციენტი მიწევს. შემიძლია, გავზარდო ეს, იქიდან გამომდინარე, როგორი იქნება მომართვიანობა და რომელი წყაროდან რამდენი პაციენტი იქნება“, – განმარტა მარინა ეზუგბაიამ.