თბილისის გენგეგმაში ვერეს ხეობის შესახებ სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა
თბილისის გენგეგმაში ვერეს ხეობის შესახებ სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ვერეს ხეობასთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა.

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განმარტა, ვერეს ხეობაში ორი ფენაა, მათ შორის ერთი რეკრეაციული ზონაა და ამ ტერიტორიის ნაწილზე ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით ლანდშაპტური განაშენიანება უნდა მოხდეს.

გენგეგმაში არსებული ჩანაწერის მეორე ნაწილი ჰიდროლოგიური დატბორვის არეალებს უკავშირდება, კეთდება ცხაური თამარაშვილის მეორე მხარეს, სადაც ვერეს ხეობა თბილისის განაშენიანებულ ტერიტორიას უერთდება. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ოკეანის ქვეშ აკეთებენ გვირაბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი საინჟინრო გეოლოგიური გადაწყვეტები ყოველთვის არსებობს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, თითოეული ტერიტორია სწორი საინჟინრო გადაწყვეტილებით უნდა განაშენიანდეს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც დღეს ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისს მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად მზად არის.