„თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს
„თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან გიორგი ბაიდარაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იგი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.
„მე მესმის, რამდენად რთულია, დღე და ღამის განმავლობაში იყო ჩართული და აწარმოო სამუშაოები. მინდა, გიორგის დიდი მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის და შრომისთვის, რასაც აკეთებდა თავის გუნდთან ერთად და შედეგიც გვაქვს სახეზე. გვაქვს ულამაზესი, რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი, მისი მიმდებარე ქუჩები და ეს არის იმ შრომის შედეგი, რომელსაც გიორგი ბაიდარაშვილი და მისი გუნდი აკეთებდა. გიორგიმ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მისი თხოვნა იყო, დაეტოვებინა თანამდებობა,“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, გიორგი ბაიდარაშვილი საქმიაონობის გაგრძელებას კერძო სექტორში აპირებს.