თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მერვე და მეცხრე კლასების ორ მოსწავლეს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მერვე კლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.