ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩის № 39-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, ბელიაშვილის შესახვევის № 12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 13:00 საათიდან.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, მტკვრის ქუჩის № 3, № 4, № 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ათონელის ქუჩის, ორბელიანის ქუჩის, ტელეგრაფის III და IV ჩიხებში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 18:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, ვარკეთილის მეურნეობა – რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 17:00 საათიდან.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩის № 4-2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 13:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის III მიკრორაიონში, კვარტალი 2 კორპუსი № 5-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 18:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.