ვილნიუსში მიმდინარეობს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ატეიტის თასი 2017, რომელშიც თბილისის “დინამოს” აკადემიის გუნდი მოანწილეობს.
პატარა დინამოელები მერვედფინალში ლატვიურ “მეტტა რიგას” დაუპირისპირდა. ანგარიში ბალტიელებმა დებიუტშივე გახსნეს, თბილისელებმა კი ტაიმის შუაში რიგელთა უპირატესობა ლუკა ჩიკვილაძის გოლით გაქვითეს. მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა და მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად ქართველმა ბავშვებმა შეასრულეს (6:5) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
მეოთხედფინალი ხვალ გაიმართება – თბილისელთა მეტოქე ტურინის “იუვენტუსის” ბავშვების გუნდი იქნება. ჩვენმა მოზარდებმა ჯგუფის შეხვედრებში ჯერ მინსკის საფეხბურთო სკოლა დაჯაბნეს (4:0), მერე კი ბალტიის საფეხბურთო აკადემია (4:2 ).