თბილისის „დინამო“ პირველად გახდა სსრკ-ის ჩემპიონი - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

თბილისის „დინამო“ პირველად გახდა სსრკ-ის ჩემპიონი, ტაშკენტი, 1964 წელი. თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ტორპედოს“ შორის მატჩი ანგარიშით 4:1 თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი