თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება
თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება

თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.

„ამ სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. დაგეგმილი გვაქვს მისი განახლება-კეთილმოწყობა. პროექტი უკვე მზად გვაქვს და სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება.

აღნიშნული პროექტის განხორციელებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, რადგან საკმაოდ მასშტაბურია. იქვე ახლოს გადავა ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან, რადგან ამის სივრცე და შესაძლებლობა არსებობს. ასევე, გვაქვს იდეა, რომ დენდროლოგიურ პარკში მოვაწყოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცე – გავაკეთოთ პატარა კუბები, სადაც ახალგაზრდებს, მხატვრებს, არტისტებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.