თბილისის ბოტანიკურ ბაღში დედის დღეს აღნიშნავენ [ფოტო]
თბილისის ბოტანიკურ ბაღში დედის დღეს აღნიშნავენ [ფოტო]

თბილისის ბოტანიკური ბაღი დედის დღეს აღნიშნავს. დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბავშვებისთვის ჩატარდება მასტერკლასი ქოთნის მცენარეების სწორად ჩარგვასა და მოვლაზე, გაზაფხულზე მოყვავილე ენდემურ ბალახოვან მცენარეებზე. ღონისძიების პატარა სტუმრებს ქოთნების მოხატვა და მისალოცი ბარათების დამზადება შეეძლებათ.

ბოტანიკურ ბაღში ნაკანი-მამასახლისის და მისი ფოტოსკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენაც მიმდინარეობს. დღის განმავლობაში გაიმართება გათამაშებები და გამარჯვებულებს სხვადასხვა სიმბოლური პრიზი გადაეცემათ.

ბავშვებისთვის მომზადებულია გასართობი პროგრამა, რომელშიც ანიმაციური გმირები მონაწილეობენ. ბოტანიკურ ბაღში აქტივობები 18:00 საათამდე გაგრძელდება.