დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, სხვადასხვა ხარჯების დაზოგვით, თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შესაძენად თანხა გამოყო.
როგორც მაია ბითაძემ „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, მერიამ ხარჯების დაზოგვით, 50 მილიონი ლარი გამოყო.
მაია ბითაძის თქმით, ამ თანხიდან მოხდება 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შეძენა.
თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ საკითხი საკრებულოში სავარაუდოდ მომავალ კვირას შევა.
„ევროპულმა საქართველომ“ მერიის წარმომადგენლები სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად დაიბარა.
შეხვედრას მერის მოადგილე მაია ბითაძე და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მუმლაძე ესწრებიან.