თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემა 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელდება
თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პირველი ოქტომბრიდან ბაღები დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა მინდა, მანამდე დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, რომ 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელდეს საკვებით უზრუნველყოფა ისე, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა გაკეთებული. ბაღის აღსაზრდელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ის რაციონი, რაც უნდა მიეღოთ ამ ორი კვირის განმავლობაში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, მოაწესრიგოთ, გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან და როგორც წინა შემთხევაში იყო, ჩალაგებული შესაბამის პარკებში, ჰქონდეთ შესაძლებლობა მშობლებს, სახლში წაიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.