თბილისის ანძა გვატემალის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა გვატემალის დროშის ფერებში განათდა

გვატემალის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა გვატემალის დროშის ფერებში განათდა.

გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა და ეროვნულ დღესასწაულს 15 სექტემბერს აღნიშნავს.

15 სექტემბერი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღედ არის გამოცხადებული და მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

ამასთან, ცოტა ხნის წინ გაიხსნა გვატემალის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო თბილისში, ხოლო საპატიო კონსულად დაინიშნა გიორგი ჭოლაძე. საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც გვატემალის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში(რეზიდენციით ქ.ანკარა) ხაირო ესტრადა, საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, აღინიშნა, რომ საპატიო კონსულის დანიშვნა ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.