ევროპის დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
„ერთად უფრო ძლიერები ვართ!“ – ამ მოწოდებით 2020 წლის ევროპის დღე მსოფლიოში შექმნილ მოვლენებს ეხმაურება და პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ევროპის დღეების ფარგლებში, 9 მაისს, თბილისის ანძასთან ერთად, ევროკავშირის დროშის ფერებში მშვიდობის ხიდიც განათდება.