თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ახალ სეზონს ფესტივალით - „მოცარტომანია“ გახსნის [ფოტო]
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წლის შემოდგომის საკონცერტო სეზონს ფესტივალით – „მოცარტომანია“ გახსნის. ფესტივალი წელს პირველად გაიმართება და სამ კონცერტს მოიცავს.
ფესტივალის ფარგლებში შესრულდება მოცარტის სიმფონიები და კონცერტები.
თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, ფესტივალზე სოლისტების რანგში წარდგებიან წარმატებული ქართველი მუსიკოსები: სანდრო თიგიშვილი, ოთარ მელიქიშვილი, ცოტნე ცოცხალაშვილი, თინათინ კიკნაძე, ნინო ჟვანია და თამარ ჟვანია.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია.
კონცერტები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
კონცერტები 27 ოქტომბერს, 9 და 12 ნოემბერს გაიმართება.