თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო
თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო.
როგორც პირველ არხს სკოლაში განუცხადეს, სწავლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეწყდა, რაც სკოლაში სამართლდამცველები მივიდნენ და განაცხადეს, რომ სკოლის შენობაში ნაღმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
„თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, შეტყობინება არასწორად იყო შესული. ჩვენს სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ბათუმის 22-ე სკოლაზე“, – განუცხადეს სკოლაში პირველ არხს.
თბილისის 22-ე სკოლაში სწავლის პროცესი ამ დროისთვის განახლებულია.
პირველი არხი დაუკავშირდა აჭარის განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი შეტყობინება ბათუმის 22-ე ან რომელიმე სხვა საჯარო სკოლაში არ ყოფილა.