თბილისის 131-ე საჯარო სკოლაში მოკლე ჩართვა მოხდა, სკოლის დერეფანში მდებარე სადენებებს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც მცირედი დაკვამლიანება იყო.
როგორც სკოლის დირექტორი ხათუნა ენუქიძე პირველ არხთან საუბარში აცხადებს, ბავშვების ევაკუირება დროულად მოხდა, სადენებზე ცეცხლის ჩაქრობა სკოლის ადმინისტრაციამ ცეცხლმაქრების საშუალებით, საკუთარი ძალებით შეძლეს.
ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.