თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან ყველაზე აქტიური ვაკე იყო, ყველაზე პასიური - ისანი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათზე აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 46,74% იყო. დედაქალაქის 10 საარჩევნო ოლქიდან კი ვაკეში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – 51,98%. ვაკის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 101 571 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 52 801 ამომრჩეველი მივიდა.
ყველაზე დაბალი აქტივობა ისანში დაფიქსირდა – 40,36%. 111 680 ამომრჩევლიდან მხოლოდ 45 074-მა ისარგებლა ხმის უფლებით.