თბილისი-წითელი ხიდის გზის ოთხ ლოკაციაზე „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდა
ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის ოთხ ლოკაციაზე სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კამერები შემდეგ ადგილებზე განთავსდა:
მე-17 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი) მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) მე-17 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
მე-20 კილომეტრიდან (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) 21-ე კილომეტრამდე (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
21-ე კილომეტრიდან (რუსთავი, ლომაურის ქუჩის კვეთა) მე-20 კილომეტრამდე (რუსთავის ავტობანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.
შსს-ს ინფორმაციით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 697 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ქვეყნის მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.