თბილისი-სტამბოლის ავიარეისის თვითმფრინავი დაუგეგმავად ტრაბზონში დაფრინდა
თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ტრაბზონში დაეშვა. ამის შესახებ პირველ არხს ერთ-ერთმა მგზავრმა, ლევან ასათიანმა განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავის დაუგეგმავი დაფრენა ფრინველთან შეჯახებას უკავშირდება.
რეისის მგზავრები ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას ელოდებიან. ჯერ უცნობია, გაემგზავრებიან თუ არა სტამბოლში იმავე თვითმფრინავით.