თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობის აკრძალვის გამო თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს საზღვრის კვეთა „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით შეეძლებათ
ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვის გამო თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავ სატრანსოპრტო საშუალებების მფლობელებს საზღვრის კვეთა „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით შეეძლებათ
როგორც შემოსავლების სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 149 მონაკვეთზე არსებულ საავტომობილო გზასთან ახლოს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო საავტომობილო გზის კმ 114-კმ 194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული იქნა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ალტერნატიული მარშრუტი საბაჟო გამშვები პუნქტების, „კარწახისა“ და „ვალეს“ გავლით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.