თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი– სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ225 (ნატახტრის კვანძი – ბაღდათის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ135–კმ158 (სურამის კვანძი-ხუნევი) მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.