თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ200–კმ225 (არგვეთა-გეგუთის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.