თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა ათი დღით შეიზღუდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა ათი დღით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება) მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.