თბილისი საერათაშორისო ფესტივალს „თბილისი მიურალ ფესტ“ (TBILISI MURAL FEST) მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში „სთრით არტის“ საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოიხატება ქალაქის 10 კედელი.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუსი ბერლინელ მხატვრებზეა, თუმცა მათთან ერთად, ქალაქს მოხატავენ სხვა ევროპელი, მათ შორის ქართველი მხატვრებიც.
ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება შეხვედრები მხატვრებთან, ღია ვორქშოპი და პოდიუმის დისკუსია ქუჩის მხატვრობის და ურბანული განვითარების შესახებ. 25 სექტემბერს კი, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, გაიმართება ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილი ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს KORDZ.
ღონისძიება თბილისისა და ბერლინის მერიის ერთობლივი ინიციატივით იმართება.