თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა ხუთი ადამიანი.
როგორც თვითმხილველებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გამყოფ ბარიერს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია. დაშავებულები უკვე გადაიყვანეს კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.