პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქცია იმართება.
პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორების განცხადების არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ პრაიდის წარმომადგენლები თბილისის ცენტრალურ გამზირზე აღლუმის მოწყობას შეეცდებიან, ამის საშუალებას კი აქციის მონაწილეები არ მისცემენ და მათივე თქმით, ტერიტორიას დაიცავენ.
პროტესტის მიმდინარეობისას პარლამენტთან ინციდენტიც მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციამ სიტუაციის განეიტრალება შეძლო. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პრაიდისა და ევროკავშირის დროშები დახიეს.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ მსვლელობით გადაინაცვლეს „ქართული ოცნების“ ოფისთან, ცოტა ხნის შემდეგ კი, ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ.