„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა „მზიურის“ კაფედან ლგბტქ დროშის ჩამოხსნა მოითხოვეს
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა „მზიურის“ კაფედან ლგბტქ დროშის ჩამოხსნა მოითხოვეს

„მზიურის“ კაფესთან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იყვნენ მისული. მათ მოითხოვეს კაფედან ჩამოეხსნათ ლგბტქ დროშა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს და განაცხადეს, რომ აქციას ხვალ განაგრძობენ.

კაფეს მეპატრონე აცხადებს, რომ არ აპირებს დროშის ჩამოხსნას სამი დღის განმავლობაში. კაფე ამ დროისთვის დაკეტილია.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.